ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გამწვავებამ, შესაძლოა, ავტოიმპორტზე ნეგატიურად აისახოს. ავტომობილები საქართველოს ვაჭრობის სტატისტიკაში ლიდერ პოზიციას იკავებს. მაგალითად 10 თვეში საქართველოს 10 უმსხვილესი საექსპორტო საქონლის რეიტინგში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მოცულობა 2 მლრდ დოლარი იყო. რეექსპორტს შესაძლოა წმინდა ექსპორტის ზომა სარგებლის მოტანა რა შეუძლია, თუმცა სფეროს მასშტაბურობიდან გამომდინარე ავტოიმპორტიორები რისკებზე საუბრისას მნიშვნელოვან კრიზისს არ გამორიცხავენ. ბიზნესის წარმომადგენლები, საქმიანმა საზოგადოებამ იცის, რომ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებით ვერც ქვეყანა და ვერს თავად იხეირებენ. ამბობენ, რომ სანქციების დაწესების, სავაჭრო ურთიერთობებისა და სხვადასხვა დახმარების შესაძლო გადახედვა მოსახლეობის მსყიდველუნარიანობას გააუარესებს, რის გამოც ავტომობილებზე მოთხოვნა შემცირდება. ამასთან, ბიზნესმენების ნაწილი არც რეექსპორტის მნიშვნელოვან კლებას გამორიცხავს რა დასაქმებულებზეც აისახება.