მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დასავლური კავშირების გარეშე, ძალიან ბევრი ბიზნესი უბრალოდ აღარ იარსებებს" - ვანო მაჭავარიანი

ანალიტიკა

დასავლური კავშირების გარეშე, ძალიან ბევრი ბიზნესი უბრალოდ აღარ იარსებებს - ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში კერძო სექტორის როლზე BMGTV-ის გადაცემა "ანალიტიკას" ეთერში ყოფილმა დიპლომატმა ვანო მაჭავარიანმა ისაუბრა.

იაპონიაში საქართველოს ყოფილმა ელჩმა ბიზნესისთვის ბაზრების დივერსიფიკაციაში ბალანსის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ კერძო სექტორის მთელი აქცენტი რუსეთთან ურთიერთობის აწყობისკენ იქნება მიმართული, დასავლეთთან ურთიერთობის გარეშე, ბევრი კომპანია არსებობას შეწყვეტს.

"როგორ წარმოგიდგენიათ საქართველო რუსულ ვითარებაში, როდესაც მას შეზღუდული ექნება წვდომა კაპიტალზე, ყველა ტექნიკურ საშუალებაზე? ყველა იმ ბიზნესს, რომელიც განვითარებულია, იქნება ეს უძრავი ქონების მიმართულება, მომსახურება, ფინანსური, საბანკო, ლოგისტიკური თუ სხვა სექტორი, დასავლური კავშირების გარეშე, ეკონომიკის ისე გადაწყობა მოუწევს, რომ ძალიან ბევრი ბიზნესი უბრალოდ აღარ იარსებებს. თუ მთელი აქცენტი იქნება იმაზე, რომ ბიზნესმა რუსეთთან ააწყოს ურთიერთობები...

ძალიან ცოტა ბიზნესი იქნება ისეთი, რომელსაც დალაგებული აქვს რუსეთთან ურთიერთობა. მათ მთელი ეკონომიკური მოდელები ასე გადააწყვეს, რომ მესამე ქვეყანა ისევ რუსულ ბაზარზე ემსახურება თავის ნაცნობებს თუ პარტნიორებს. ეს დასავლეთმა ძალიან კარგად იცის, თვალს ხუჭავს ამაზე", - ამბობს მაჭავარიანი.

ყოფილი ელჩი ასევე აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესი საკუთარ პოზიციაში ჩამოყალიბებული არ არის და ცდილობს, ევროპისა და რუსეთის ბაზრებს შორის ბალანსი დაიცვას, რუსეთში ბიზნესის ოპერირების ტენდენციებს გაეცნოს.

"ბიზნესისთვის უბრალოდ გასაგები უნდა იყოს ერთი რამ. მხოლოდ ერთხელ ჩავიდნენ მოსკოვში და ნახონ, იქ რა მდგომარეობაა. სერიოზული პრობლემების წინაშე არიან, როგორც ბიზნესები, ისე მომხმარებლები.

ან გაფრინდნენ, ან ლარსის გამშვებ პუნქტში მივიდნენ, 18-საათიან რიგში იყურყუტონ, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ქრთამის გაცემა მოუწიოთ, ჩავიდნენ მოსკოვში და ყოველ ფეხის ნაბიჯზე რომ გააჩერებენ და ჰკითხავენ, ვინ არიან.. ამიტომ, ეკონომიკური, ფინანსური და პოლიტიკური სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია ბალანსი, მათ შორის რუსეთთან და ამაზე ყოველთვის ვსაუბრობთ, მაგრამ ბალანსის მიღწევა იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ევროპასთან ამ პერსპექტივას შევინარჩუნებთ", - ამბობს ყოფილი მაჭავარიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები