მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დასრულდა რუსული რევანში წარმატებული ქართული სახელმწიფოს იდეაზე - იურისტი

ზაზა ბიბილაშვილი

"დასრულდა რუსული რევანში წარმატებული ქართული სახელმწიფოს იდეაზე", - ასე აფასებს "ქართული ოცნების" მიერ პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებას "ჭავჭავაძის ცენტრის" დამფუძნებელი. როგორც ზაზა ბიბილაშვილმა BMG-ის ეთერში განაცხადა, საქართველო უკვე რუსულ ორბიტაზეა.

"დღევანდელმა დღემ ერთგვარი წერტილი დასვა და ათვლა დაიწყო. დღეს დასრულდა ყოველგვარი ილუზია, ეჭვი იმაზე, სად მივდიოდით, რას წარმოადგენდა ივანიშვილი, "ქართული ოცნება". დღეს დასრულდა რუსული რევანში წარმატებული ქართული სახელმწიფოს იდეაზე, რომელიც ევროკავშირისა და ნატოს სრულუფლებიანი წევრი იქნებოდა. საქართველო რუსეთი პოლიტიკური ოკუპაციის ქვეშ არის. დე ფაქტოც და დე იურეც გაფორმდა ივანიშვილის დიქტატურა, რომელიც სრულად არაკონსტიტუციურია. პირდაპირ გვეუბნება ივანიშვილი, რომ ის არაფრად აგდებს არც საერთაშორისო მეგობრების და არც ვინმეს აზრს. ის ძალით ინარჩუნებს ხელისუფლებას, ხალხის ნების, საღი აზრის და საერთაშორისო თანამეგობრობის საწინააღმდეგოდ. ჩვენ არ უნდა ვაღიაროთ მოცემულობა, რომელიც რუსეთმა თბილისში შექმნა", - განაცხადა იურისტმა.

როგორც ზაზა ბიბილაშვილმა აღნიშნა, "ქართული ოცნება" საქართველოს იზოლაციაში აქცევს, ეს კი ქვეყნის ეკონომიკის კრიზისს გამოიწვევს.

"ბიზნეს გარემო რაღაც პერიოდი, შეიძლება, კიდევ შენარჩუნდეს. რაღაც ეტაპი, ივანიშვილი გააგრძელებს ისეთივე თამაშს, როგორსაც აქამდე. ინერციით შეინარჩუნებს [ეკონომიკურ] ზრდას ან რუსეთიდან, ირანიდან, ჩინეთიდან შემოიყვანს დამატებით ნაკადებს [საინვესტიციო], ყველა იმ წყაროდან, რომელიც ანტიდასავლურია. საბოლოო ჯამში, ასეთი იზოლაცია საქართველოს ეკონომიკაზე მძიმედ აისახება", - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები