მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დასრულდა საუკუნის პროექტი, რიკოთის პროექტი, მას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის - კობახიძე

კობახიძე

"ხვალ საღამოდან ამოქმედდება ახალი ჩქაროსნული გზის მონაკვეთი, რომელიც ერთმანეთთან გაცილებით მოკლე დროში დააკავშირებს რეგიონებს, ადამიანებს, ეკონომიკურ ცენტრებს. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ახალ იმპულსს შესძენს ჩვენი ქვეყნის განვითარებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის დასრულების ღონისძებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ისტორიული მოვლენის მომსწრე ვართ დღეს თითოეული ჩვენგანი. დასრულდა საუკუნის პროექტი, რიკოთის პროექტი, რომელსაც აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის. ხვალ საღამოდან ამოქმედდება ახალი ჩქაროსნული გზის მონაკვეთი, რომელიც ერთმანეთთან გაცილებით მოკლე დროში დააკავშირებს რეგიონებს, ადამიანებს, ეკონომიკურ ცენტრებს.

ბუნებრივია, ეს ყველაფერი ახალ იმპულსს შესძენს ჩვენი ქვეყნის განვითარებას. ეს არის ჩქაროსნული გზის ყველაზე რთული მონაკვეთი, ყველა თვალსაზრისით. მისი მშენებლობა 2019 წელს დაიწყო; საინჟინრო-გეოლოგიური თუ ტექნიკური პარამეტრების გათვალისწინებით, პროექტი უპრეცედენტოა საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების ისტორიაში. ამას ადასტურებს ციფრებიც - აშენდა 52 კილომეტრი სიგრძის ოთხზოლიანი ჩქაროსნული გზა, 51 გვირაბი და 97 ხიდი. ეს მასშტაბი ყველაფერზე მეტყველებს“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ახალი გზა 8 კილომეტრით შეამცირებს მგზავრობის მანძილს და გაანახევრებს გადაადგილების დროს. „აქ გადაადგილება იქნება უფრო სწრაფი, უსაფრთხო და კომფორტულია. ეს არის პროექტზე მეტი - ამ პროექტმა შექმნა სამუშაო ადგილები. 4000-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული ამ პროექტზე, მათ შორის, უდიდესი უმრავლესობა იყვნენ ჩვენი თანამოქალაქეები", - თქვა კობახიძემ გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

რიკოთის უღელტეხილზე მაგისტრალური გზის მშენებლობა დასრულდა და 30 დეკემბრის შუადღიდან მოძრაობა 52-კილომეტრიან ახალ, 4-ზოლიან ჩქაროსნულ გზაზე სრულად გაიხსნება. ინფორმაციას ამის შესახებ ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. რიკოთის მაგისტრალური გზა 52 კილომეტრის სიგრძისაა და მოიცავს 51 გვირაბსა და 97 ხიდს. მათ შორის, ყველაზე გრძელი გვირაბის სიგრძე 1 კილომეტრი და 800 მეტრია, ხოლო ყველაზე გრძელი ხიდის — 1 კილომეტრი და 362 მეტრი. პროექტი განხორციელდა აზიის განვითარების ბანკის (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკის
(EIB), მსოფლიო ბანკის (WB) და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით.
საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება დაახლოებით 2.6 მილიარდ
ლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები