მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დასრულდება პესტიციდებისა და სამედიცინო სერვისების ბაზრების შეფასება - GCCA-ის გეგმები 2026-ში

ირაკლი ლექვინაძე

2026 წლის განმავლობაში დასრულდება პესტიციდებისა/აგროქიმიკატებისა და სამედიცინო სერვისების ბაზრების სრული შეფასება, რის საფუძველზეც შესაბამისი რეკომენდაციები პოლიტიკის განმახორციელებელ უწყებებს გადაეგზავნება. ამის შესახებ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) წლიურ ანგარიშშია აღნიშნული.

როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, მონიტორინგის ძირითადი მიზანია მაღალი ფასნამატების გამოვლენა, ბაზრის კონცენტრაციის ანალიზი და მიმდინარე ტენდენციების შეფასება, რაც ხელს უწყობს სამართლიანი კონკურენციის დაცვას და ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესებას

ანგარიშის თანახმად, სააგენტო 2026 წელსაც პროაქტიურ საქმიანობაზე იქნება ორიენტირებული, რათა უზრუნველყოს როგორც ჯანსაღი კონკურენციის დაცვა, ისე მომხმარებელთა უფლებების მაღალი სტანდარტების განმტკიცება.

"GCCA-ის მთავარი მიზანი რჩება უცვლელი - სამართლიანი ბაზარი, დაცული მომხმარებელი და ეკონომიკა, რომელიც მოქალაქეთა ინტერესებზეა ორიენტირებული", - წერია დოკუმენტში.

ამასთან, 2026 წელს შესრულდება 30 წელი პირველი დამოუკიდებელი ანტიმონოპოლიური უწყების შექმნიდან და კონკურენციის პოლიტიკის ფორმირებიდან.

"ვფიქრობ, მიმდინარე წელს, სხვადასხვა აქტივობაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ამ ღირსშესანიშნავ საიუბილეო თარიღს და მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო გამოკვეთილი იქნება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კონტექსტში", - აღნიშნულია სააგენტოს თავმჯდომარის, ირაკლი ლექვინაძის მიმართვაში, რომელიც ანგარიშს ერთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები