მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დატა ცენტრების პროცესორების იმპორტი $115 მილიონამდე გაიზარდა - ვინ არიან იმპორტიორები

კომპიუტერები სერვერი

2024 წლის 11 თვეში საქართველოში კომპიუტერების სასერვერო ბლოკების იმპორტის მოცულობა გაათმაგდა და $114 მილიონ დოლარს მიაღწია. შედარებისთვის, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტის მოცულობა $16 მილიონ დოლარს შეადგენდა. საქსტატის ანგარიშის თანახმად, კომპიუტერების ბლოკების იმპორტის ეს მოცულობა რეკორდულია და ის ემთხვევა როგორც სასერვერო დატა ცენტრების მოთხოვნის რეკორდულ ზრდას, ასევე კრიპტოვალუტების ფასების რეკორდულ ნიშნულამდე მატებას, რაც ორივე წამყვანია ფაქტორია, რომლებიც სერვერების მოწყობის ბიზნესზე ახდენს გავლენას. ამას ემთხვევა ქვეყანაში კრიპტოვალუტების მოპოვებით დაკავებული კომპანიების ენერგომოხმარების ზრდაც, რამაც წელს 377 მილიონი კილოვატ საათი შეადგინა, ეს მოცულობა წინა წელთან შედარებით რვაჯერ არის გაზრდილი.

იქიდან გამომდინარე რომ დატა ცენტრების ოპერირება ენერგოტევადია, მათი განთავსება უმეტესწილად თიზ-ებში ხდება, რომლებიც დენის მოხმარების დღგ-ის გადასახადისგან გათავისუფლებული არიან.

BMG-იმ საქსტატიდან გამოითხოვა ინფორმაცია თუ რომელმა კომპანიებმა განახორციელეს აღნიშნული კომპიუტერების იმპორტი. უწყების პასუხის თანახმად, ისინი ვერ გასცემენ რიგითობის მიხედვით დალაგებულ ინფორმაციას, თუმცა მოგვაწოდეს 5 კომპანია, რომლებიც ამ მიმართულებით ლიდერობენ, თუმცა ისინი რიგითობის გარეშე არიან დალაგებული.

საქსტატის პასუხის თანახმად, უმსხვილესი იმპორტიორებიდან სამი კომპანია კრიპტოვალუტების წარმოების სექტორშია ჩართული. ამ კომპანიებს შორისაა შპს პროტექ კორპორეიშენი, რომელიც ქუთაისის თიზ-იდან კრიპტოვალუტების მოპოვებით არის დაკავებული. 2024 წელს კომპანიამ ამ მიზნისთვის უკვე 95 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია უკვე მოიხმარა. ასევე სიაში არის კომპანიები "აქსის სისტემსი" და "დატა სისტემსი", რომელთა მისამართიც თბილისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაშია. იქიდან გამომდინარე, რომ თიზ-ისთვის დენის მიწოდება დღგ-სგან არის გათავისუფლებული, მაინინგის საქმიანობები სწორედ ამ ტერიტორიაზე არის ყველაზე მომგებიანი.

კრიპტოვალუტების მაინინგის სფეროში დაკავებული კომპანიების გარდა დატა ცენტრებისთვის განკუთვნილი კომპიუტერების იმპორტით ასევე არიან დაკავებული კომპანიები UGT Georgia და Muk Georgia რომლებიც სხვადასხვა დანიშნულების კომპიუტერების და სერვერების ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციით არიან დაკავებული.

სტატისტიკის მიხედვით, სერვერების უდიდესი ნაწილი ($99 მილიონი დოლარი) ჰონგკონგიდან შემოდის, $6 მილიონი კი ნიდერლანდებიდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები