მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

DATA ცენტრს სჭირდება საიმედო ქსელი, ამიტომ გვჭირდება ჰესები - მირცხულავა

სემეკი

მონაცემთა ბაზარი, როგორც ციფრული ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი მამოძრავებელი ელემენტი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მზარდ ინდუსტრიად ყალიბდება. მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები ე.წ დატა ცენტრებს ავითარებენ.

მონაცემთა ცენტრების ხარჯზე მსოფლიოს მასშტაბით ელექტროენერგიის მოხმარება მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, არსებულ პირობებში კი ეს შეიძლება ინვესტორებისთვის საქართველოში გამოწვევა იყოს. ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა ამბობს, რომ ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობასთან ერთად, აუცილებელია აქცენტი ელექტროენერგიის დამაგროვებელ სადგურების მშენებლობაზეც გაკეთდეს.

“ირლანდიაში 20% მოდის მოხმარების დატა ცენტრებზე. Google-ის საძებნი სისტემა და ChatGPT რომ შევადაროთ, 10-ჯერ მეტ ელექტროენერგიას იყენებს ChatGPT. აქედან გამომდინარე, საქართველო, შესაძლებელია უამრავი დატა ცენტრის ადგილი გახდეს, იმიტომ, რომ გვაქვს ჰიდრო რესურსები და ასევე ელექტროენერგიაზე შედარებით დაბალი ტარიფი.

დატა ცენტრს სჭირდება ძალიან მაღალსაიმედო ქსელი და საიმედო მიწოდება. აქედან გამომდინარე, ჰიდროელექტრო სადგურები და მასთან ერთად ბატარეების ტექნოლოგიების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. დატა ცენტრებს სჭირდება უწყვეტი, ძალიან საიმედო მომარაგება. სომხეთში უკვე არის 100 მეგავატიანი პროექტი, ჩვენთანაც, რამდენადაც ვიცი, სურვილი ინვესტორებს აქვთ, რომ დატა ცენტრები შეიქმნას საქართველოში. წინაპირობები არის და ძალიან სწრაფად შეიძლება ისევ საკმაოდ დეფიციტური ქვეყანა გავხდეთ იმიტომ, რომ სავარაუდოდ, მოთხოვნა დიდი იქნება",- ამბობს ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა.

გასულ კვირაში სილქ როუდ გრუპმა მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დააანონსა, რაშიც 30 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. ეს ქვეყანაში პირველი AAA+ კატეგორიის დატა ცენტრი იქნება, რომელიც კომპანიის ინდუსტრიულ კლიენტებს სასერვერო მომსახურებას გაუწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები