ამერიკული ტექნოლოგიური სტარტაპის, Databricks-ის შეფასებამ ახალ რეკორდულ ნიშნულს, 134 მილიარდ დოლარს მიაღწია.
აღნიშნული შეფასება კერძო სტარტაპმა ბოლო საინვესტიციო რაუნდის შედეგად დააფიქსირა, როდესაც მან ინვესტორებისგან დამატებით $4 მილიარდის ინვესტიციის მოზიდვა შეძლო.
შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ აგვისტოში სტარტაპის შეფასება $100 მილიარდს შეადგენდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 4 თვეზე ნაკლებ პერიოდში Databricks-ის კაპიტალიზაციამ 34%-ით მოიმატა.
სან-ფრანცისკოში დაფუძნებული სტარტაპი Cloud-სერვისების მიმწოდებელ კომპანიებს ანალიტიკურ ხელსაწყოებს, AI-ალგორითმებს და მონაცემების დამუშავების ინოვაციურ მეთოდებს სთავაზობს. Databricks-ის კლიენტებს შორის არიან როგორც ტექნოლოგიური გიგანტები, ასევე საშუალო ზომის კომპანიები და სახელმწიფო უწყებები.




























