მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ დაეცა SpaceX-ის აქციები 30%-ით?

მასკი

საფონდო ბირჟაზე დებიუტიდან მეორე კვირას, ილონ მასკის SpaceX-ის აქციების შეფასება 30%-ზე მეტად არის შემცირებული და ამჟამად თითო აქციის ფასი 150 დოლარს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ის ინვესტორი, ვინც კოსმოსური კომპანიის აქციები IPO-ს შემდეგ იყიდა, ამჟამად არარეალიზებულ ზარალზეა.

ასეთი მკვეთრი ვარდნის ფონზე, კომპანიის კაპიტალიზაცია 600 მილიარდი დოლარით დაეცა და ის ამჟამად $2 ტრილიონამდეა შემცირებული.

SpaceX-ის კორექცია პირდაპირ კავშირშია იმ მარტივ მოცემულობასთან, რომ მისი კაპიტალიზაცია თითქმის სრულად დგას სპეკულაციაზე და თითქმის 100-წლიან პერსპექტივაზე, რაც სიმყარის საფუძველი ნამდვილად არ არის.

ამასთან, ინვესტორებს აშინებთ FED-ის მხრიდან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების პერსპექტივა, რაც SpaceX-ის მსგავს სპეკულაციურ აქტივებზე ზეწოლას მნიშვნელოვნად ზრდის. თუ მონეტარული პოლიტიკა მართლაც გამკაცრდება, ეს ილონ მასკის კოსმოსური კომპანიისთვის არასახარბიელო იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები