მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

SpaceX-ის აქციების ღირებულება IPO-ს ფასამდე შემცირდა, ყველა საჯარო ინვესტორი ზარალზეა

spacex

SpaceX-ის აქციების ფასმა ორშაბათს ახალ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. კერძოდ, ერთი აქციის ფასი მკვეთრად მიუახლოვდა პირველადი საჯარო შეთავაზების (IPO) დროს განსაზღვრულ $135-იან ნიშნულს და ის ამჟამად $138-ს შეადგენს.

საყურადღებოა, რომ ეს ვარდნა Nasdaq-100 ინდექსში კომპანიის აქციების შესვლიდან სულ რამდენიმე დღეში დაფიქსირდა, ხოლო პიკურ მაჩვენებელთან შედარებით, კომპანიის შეფასება თითქმის 40%-ით არის შემცირებული. IPO-ს ფასზე დაბრუნება იმას ნიშნავს, რომ ყველა საჯარო ინვესტორი, ვინც SpaceX-ის აქციები საფონდო ბირჟაზე შეიძინა, დღეს არარეალიზებულ ზარალზეა.

დაღმასვლის მიზეზს რაც შეეხება, ის ძირითადად ტექნოლოგიურ სექტორში არსებულ ნეგატიურ განწყობას უკავშირდება, რასაც აშშ-ირანის ომი, გაძვირებული ნავთობი და გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკები განაპირობებს.

ამასთან, SpaceX ფინანსურად გაუმართავი კომპანიაა, რომელიც ჯერაც ზარალზე იმყოფება, ამიტომ ინვესტორებს სტაბილურობისათვის მეტი მიზეზი სჭირდებათ, რომელსაც ილონ მასკის კომპანია ამჟამად ვერ იძლევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები