მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

DataFest Tbilisi უკვე მეცხრედ ტარდება - რას ველოდოთ წლევანდელ მონაცემთა ფესტივალზე?

DataFest Tbilisi, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ყველაზე დიდი მონაცემთა ფესტივალი, წელს უკვე მეცხრედ ტარდება. სამდღიანი ფესტივალი 27-29 ნოემბერს გაიმართება. როგორც ცნობილია წლევანდელი DataFest სრულად და ბოლომდე მონაცემებისა და ხელოვნური ინტელექტის მომავალს ეძღვნება. შეგახსენებთ იმასაც რომ, ფესტივალი ყოველწლიურად იმ ადამიანებს აერთიანებს, რომელთა საქმიანობა მონაცემებთანაა დაკავშირებული - დიზაინერებს, დეველოპერებს, მარკეტერებს, მონაცემთა ანალიტიკოსებს, ხელოვნური ინტელექტის ინჟინრებს, სტარტაპერებს, ჟურნალისტებსა და სხვ. 2017 წლიდან დღემდე ფესტივალმა 80-მდე ქვეყნიდან 6000-მდე მონაწილეს, 300-ზე მეტ ვორკშოფსა და 310 სპიკერს უმასპინძლა. ვის დაეთმობა წლევანდელი დატაფესტის სცენა და რა თემები დაიფარება 3 დღის განმავლობაში?

სტუმარი: ჯუბო ბერიძიშვილი - DataFest Tbilisi 2025, ორგანიზატორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები