დატბორილი სახლები, ეზოები, საკარმიდამო მიწები, წაქცეული ღობეები, დაზიანებული ავეჯი და ტექნიკა - ასეთი ვითარებაა იმერეთის მხარეში.
გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიამ დააზიანა ბაღდათის სოფლები და ასევე ზესტაფონი.
"ინფო იმერეთს" ადგილობრივები ფოტოებსა და ვიდეოებს უგზავნიან, სადაც ჩანს რომ წყალი სახლებშია შესული, ასევე წყლის დინებამ წააქცია ღობეები.
ვიდეო გაავრცელა "ბაღდათი News"-მაც.
"უმძიმესი ვითარებაა ბაღდათის სოფლებში. მოწყვეტილი ვართ გარესამყაროს“, - ამბობენ ადგილობრივები და დახმარებას ითხოვს.
Bm.ge მეტის გასაგებად, ცდილობს შესაბამის უწყებებს დაუკავშირდეს.




























