მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებულ ზარალს შესაბამისი კომისია შეისწავლის" - ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია

სს

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია, ძლიერი წვიმის შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს.

"ბაღდათის მერიაში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, ძლიერი წვიმის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს დახმარებისთვის შეუძლიათ დარეკო მითითებულ ნომერზე: +995 591 909 005 უხვი ნალექის შედეგად, ბაღდათის მუნიციპალიტეტში დაიტბორა გზები, სახლები ეზოები და სახნავ-სათესი სავარგულები", - წერს მერია.

უწყების ცნობით, საგანგებო რეჟიმში მუშაობს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურები, ააიპ ბაღდათის კეთილმოწყობის დასუფთავებისა და მუნიციპალური სერვისები გაერთიანების თანამშრომლები.

"ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი, მერის მოადგილეები საკრებულოს თავმჯდომარე, ტერიტორიულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები უხვი ნალექის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობის მდგომარეოაბს ეცნობიან და შესაბამის დახმარებას უწევენ. ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებულ ზარალს შესაბამისი კომისია შეისწავლის", - ავრცელებს მერია.

დატბორილი სახლები, ეზოები, საკარმიდამო მიწები - ვითარება იმერეთში

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები