მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

27 აგვისტოს უხვმა ნალექმა ბაღდათში 80-მდე ობიექტი დააზიანა - მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები

ბაღდათი

ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მეხუთე დღეა უწყვეტად მიმდინარეობს.

მერიის ინფორმაციით, 27 აგვისტოს მოსულმა უხვმა ნალექმა ბაღდათის მუნიციპალიტეტის 13 ადმინისტრაციულ ერთეულში, ოთხმოცამდე ინფრასტრუქტურული ობიექტი დააზიანა, მათ შორის ხიდები, გზები და საცხოვრებელი სახლების ეზოები.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი ნოდარ გიორგიძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძესთან, მერის მოადგილე რევაზ კიკნაველიძესთან, ტერიტორიულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან ერთად, უხვი ნალექის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ხვდება და პრობლემებს ეცნობა.ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია საგანგებო რეჟიმში მუშაობს, შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები