ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას აფრთხილებს, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან.
"ძლიერმა წვიმამ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საავტომობილო გზების დაზიანება გამოიწვია, როგორც ქალაქ ბაღდათში, ასევე სოფლებში -
მოვუწოდებთ მოსახლეობას გამოიჩინონ სიფრთხილე და შეიკავონ თავი გადაადგილებისგან" - წერს მერია.
შეგახსენებთ რომ იმერეთის მხარეში სტიქიას ებრძვიან. გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიამ დააზიანა ბაღდათის სოფლები და ასევე ზესტაფონი.




























