მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაცვის პოლიციის უფროსად კახეთის ყოფილი გუბერნატორი დაინიშნა - მან თეიმურაზ კუპატაძე შეცვალა

გეკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. უწყების ცნობით, აღნიშნულ პოზიციაზე გიორგი ალადაშვილი დაინიშნა. მან თეიმურაზ კუპატაძე შეცვალა.

შსს-ს ინფორმაციით, კუპატაძე საქმიანობას თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოსტზე გააგრძელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი "ოცნების" მთავრობაში შინაგან საქმეთა მინისტრმა წარუდგინა.

„გელა გელაძემ, გიორგი ალადაშვილთან ერთად დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა და არსებული საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

გიორგი ალადაშვილს ამ დრომდე კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა ეკავა, მას შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალადაშვილი 2022 წელს დაინიშნა კახეთის მხარის რწმუნებულად. ის იქამდე კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო.

რაც შეეხება კუპატაძეს, გელა გელაძის მინისტრობის პერიოდში, ეს მისთვის თანამდებობის მეორე ცვლილებაა. 2025 წლის ივნისში მანამდე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, თეიმურაზ კუპატაძე სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დაინიშნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები