მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დაუბრუნდი წალენჯიხას“ - როგორ აპირებს ინვესტიციების მოზიდვას გია ხარჩილავა

63676daeeb5b6
თელარა გელანტია
06.11.22 12:46
2015
წალენჯიხის მერის განცხადებით, მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმა ნოემბრის ბოლოს იქნება მზად.

როგორც გია ხარჩილავამ BM.GE-ს განუცხადა, წალენჯიხის მეგობართა კლუბის, ასევე USAID-ის და აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის მხარდაჭერით, დოკუმენტზე უცხოელი ექსპერტების ჯგუფი მუშაობს.

როგორც მერი ამბობს, წალენჯიხას პოტენციალი აქვს როგორც სოფლის მეურნეობაში, ისე - ტურიზმში და შესაბამისად, ეკონომიკური განვითარების გეგმაშიც აქცენტი სწორედ ამ მიმართულებებზე გაკეთდება.

“ჩვენ ჩამოვიყვანეთ მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტის "ვაგენინგენის" პროფესორები, რომლებიც სოფლის მეურნეობის მიმართულებით, წალენჯიხის პოტენციალს სწავლობენ და ეკონომიკური განვითარების გეგმაში ასახავენ; პარალელურად, ექსპერტების ნაწილი მუშაობს ტურიზმის მიმართულებით. საბოლოო ჯამში, ნოემბრის ბოლოს ველოდებით, რომ გეგმა მზად იქნება, რაზე დაყრდნობითაც მომზადდება საინვესტიციო პაკეტებიც და ამის შემდეგ მე მივმართავ ინვესტორებს, პირველ რიგში, კი, წარმოშობით წალენჯიხიდან, წარმატებულ ადამიანებს, ბიზნესმენებს - „დაუბრუნდი წალენჯიხას“.

ვფიქრობთ, ეკონომიკური განვითარების გეგმის არსებობა და მზა საინვესტიციო პაკეტები მათ გადაწყვეტილებების მიღებას გაუადვილებს და მუნიციაპლიტეტი ამ სტრატეგიით ინვესტიციიების მოზიდვას შეძლებს“, - ამბობს გია ხარჩილავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები