მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"დაუდგენელი მიზეზის გამო, დაზიანდა ცენტრალური გაზსადენი, რომელიც ამარაგებს ვაკე-საბურთალოს" - "თბილისი ენერჯი"

ვაკე-საბურთალოს რაიონის აბონენტებს გაზმომარაგება შეუწყდათ - "თბილისი ენერჯის" ინფორმაციით, დაზიანებულია ცენტრალური და 500 მილიმეტრიანი გაზსადენი

"დაუდგენელი მიზეზის გამო, დაზიანდა ცენტრალური დე 500 მილიმეტრიანი გაზსადენი რომელიც ამარაგებს ვაკე -საბურთალოს .

გაზსადენის აღსადგენად „თბილისი ენერჯის“ ტექნიკური ჯგუფები უკვე მუშაობენ. ბუნებრივი გაზის აღდგენის შესახებ მოგვიანებით მოგაწვდით ინფორმაციას.

გთხოვთ ყურადღებით იყოთ გაზის დანადგარების მოხმარებისას. ბოდიშს გიხდით კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზებით შექმნილი დისკომფორტის გამო", - წერს კომპანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები