დაუსრულებელი სამშენებლო ობიექტები, ზონალური შეთანხმების მოსაკრებლებისგან შესაძლოა, რეგიონშიც გათავისუფლდნენ. პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ამ მიმართულებით მომზადებული კანონპროექტი განიხილა. მართალია, დოკუმენტი თბილისის მასშტაბით არსებულ ობიექტებს ეხება, თუმცა სავარაუდოდ, მთავრობა დამატებით, სამართლებრივ აქტებში ცვლილებებს შეიტანს და შეღავათები მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდება.