მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაუშვებელია დაშინება, მუქარა და ფიზიკური თავდასხმა - ნიდერლანდების საელჩო

ნიდერლანდები

ნიდერლანდების საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს ძალადობისა და დაშინების ყველა აქტის სათანადოდ გამოძიება.

"დაუშვებელია დაშინება, მუქარა და ფიზიკური თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მიმართ. ნიდერლანდების საელჩო ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებების დაცვა და ძალადობისა და დაშინების ყველა აქტის სათანადოდ გამოძიება", - აღნიშნულია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები