მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დავაფინანსეთ 7 ბიზნესიდეა“ - ქუთაისის მერის მოადგილე მრავალშვილიანი ოჯახების ბიზნესის მხარდაჭერის პროექტზე

5ee11b45a9733
ნუცა ბაზლიძე
10.06.20 23:00
913
ქუთაისი მერის მოადგილე ნინო თვალთვაძემ გადაცემა #ქალებისნარატივის ეთერში ყურადღება მრავალშვილიანი ოჯახების ბიზნესის მხარდაჭერის პროექტზე გაამახვილა. როგორც თავად განმარტავს, აღნიშნულ სამიზნე ჯგუფთან დაკავშირებით, გამოიკვეთა ქალების, დედების დახმარების საჭიროება.

მისივე განმარტებით, მრავალშვილიანი დედების ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, უფრო რელევანტური აღმოჩნდა, არა სტანდარტული სამუშაოს შეთავაზება, არამედ ორიენტირება მცირე ბიზნესზე, რომელიც შედარებით თავისუფალი გრაფიკის შესაძლებლობას ითვალისწინებს.

„გავაკეთეთ საპილოტე პროგრამა. მინდოდა, რომ სამოქალაქო სექტორიც ჩართულიყო პროცესში; მოვახდინეთ პროგრამის ერთგვარი აუთსორსინგი. ვფიქრობ, 2019 წელს მივიღეთ ძალიან კარგი შედეგი. ჩვენ დავაფინანსეთ 7 ბიზნესიდეა, ძირითადად, არსებულის განვითარების მიმართულებით“, - აღნიშნავს ქუთაისის მერის მოადგილე.

როგორც ნინო თვალთვაძე განმარტავს, პროექტი, მათ შორის, ტექნიკურ დახმარებას მოიაზრებს. მისივე განმარტებით, დაფინანსებულ ბიზნესებს შორის მოხვდა ისეთი ბიზნესის წარმომადგენლებიც, როგორებიცაა: საცხობი, სამკერვალო, საკონდიტრო, ყვავილების მაღაზია, ასევე მხარდაჭერა გავრცელდა მეთოჯინეების ოჯახზე. 

როგორც ნინო თვალთვაძე აღნიშნავს, 2019 წელს პროგრამის გრანტის მოცულობა 3000-4000 ლარს აღწევდა, 2020 წელს კი, ის დაახლოებით 5000 ლარის ოდენობით მოიაზრება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები