საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი X-ზე წერს, რომ მისთვის პატივი იყო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის და ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაილ როთის მიღება. მისი ინფორმაციით, საქართველოს მიერ კრიზისის დაძლევის გზები განიხილეს.
"ვისაუბრეთ იმის თაობაზე, თუ როგორ შეუძლია საქართველოს მიმდინარე ორმაგი კრიზისის დაძლევა - ქვეყნის შიგნით, ისევე როგორც ურთიერთობებში გერმანიასთან, ევროკავშირთან და სხვებთან. დავარწმუნე პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომ გერმანია საქართველოს საიმედო მეგობრად დარჩება", - წერს გერმანიის ელჩი.
It was an honor to welcome President @Zourabichvili_S & MP @MiRo_SPD. We talked about how 🇬🇪 can overcome its current double crisis - inside the country as well as in its relationship to 🇩🇪, 🇪🇺 & others. I assured President Zourabichvili that 🇩🇪 will stay a reliable friend to 🇬🇪. pic.twitter.com/lCC6oEXhwf
— Peter Fischer (@Diplo_Peter) January 15, 2025




























