მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავები დამოუკიდებელი ტელევიზიების მიმართ - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში საქართველოზე

სახელმწიფო დეპარტამენტი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს 2023 წლის ადამიანის უფლებათა დაცვის ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც მედიის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართულებით არსებულ მდგომარეობასაც მოიცავს. ანგარიშში ხაზგასმულია დავები ტელევიზიების დამფუძნებლების მიმართ, როგორც ხელისუფლების მხრიდან კრიტიკული პოზიციის ჩახშობის სურვილი.

“ნიკა გვარამია, საქართველოს უმსხვილესი ოპოზიციურად განწყობილი ტელეკომპანიის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი 2022 წლის მაისში დააკავეს. ის 2023 წლის 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა. მას თანამდებობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას ედავებოდნენ. Amnesty International-ი და ადგილობრივი არასამთავრობოები გამოთქვამდნენ შეშფოთებას ამ დაკავების მიზანზე, რაც მედია თავისუფლების შეზღუდვისკენ იყო მიმართული. საქმეზე შეფასება გამოაქვეყნა საქართველოს სახალხო დამცველმა, რომელმაც მიუთითა, რომ ამ საქმით ნიკა გვარამიას წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეთვრამეტე მუხლი დაირღვა და საქმე პოლიტიკურად იყო მოტივირებული. ამის მიუხედავად, საქმეზე როგორც სააპელაციო სასამართლომ, ასევე უზენაესმა სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვეს.

მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოხატეს შეშფოთება თავდაცვის სამინისტროსა და ტელეკომპანია “ფორმულას” დამფუძნებლის, ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე დავა მიზანმიმართული იყო კრიტიკული ტელევიზიის გაჩუმებისკენ”, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები