მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეს ოთხი ადამიანი ხელს უშლიდა კეთილსინდისიერ მოსამართლეებს - დეგნანი სანქცირებულებზე

642eb784a2389
ინგა მურუსიძე
06.04.23 16:16
533
ძალიან ბევრ მოსამართლეს შევხვედრივარ და ისინი არიან შრომისმოყვარე, კეთილსინდისიერი, პროფესიონალი და ერთგული, რომ შეასრულონ თავიანთი მოვალეობა, აღასრულონ მართლმსაჯულება ჩარევის გარეშე, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

„მთავარის“ ეთერში, დეგნანი გამოეხმაურა სანქცირებული მოსამართლის, ლევან მურუსიძის პოზიციას, რომელიც ამბობს, რომ უკვე დიდი ხანია აშშ-ის საქართველოს სასამართლოს სისტემის ხელში ჩაგდება სურს და გამორიცხული არ არის, მის ფიზიკურ განადგურებაზეც არ თქვან უარი.

„რეაქცია, რაც ჩვენ ვნახეთ, არის ზედმეტად ემოციური, რადგან ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა სასამართლო სისტემასთან, იუსტიციის სამინისტროსთან, რადგან ჩვენ ვეხმარებით სასამართლოს გააუმჯობესონ ეფექტიანობა, მოსამართლეების ტექნიკური უნარები, ძალიან ბევრ მოსამართლეს შევხვედრივარ და ისინი არიან შრომისმოყვარე, კეთილსინდისიერი, პროფესიონალი და ერთგული, რომ შეასრულონ თავიანთი მოვალეობა, აღასრულონ მართლმსაჯულება ჩარევის გარეშე, მათ სურთ და ამის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ.

გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს ოთხი ადამიანი ხელს უშლიდა ამ მოსამართლეებს, თავის სურვილში, განეხორციელებინათ საქმიანობა. აქ არ არის საუბარი მთლიანად სასამართლო სისტემაზე, პოლიტიკოსებზე, აქ საუბარია ოთხ კონკრეტულ პირზე, რომლებიც ხელის შემშლელები იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობის მიხედვით, ჩართული იყვნენ კორუფციულ გარიგებებში“, - განაცხადა დეგნანმა.

თარგმანი ეკუთვნის "მთავარ არხს".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები