მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სანქციები დაფუძნებულია ინფორმაციაზე, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომია და ბრალდებებიც წლების განმავლობაში ცნობილია"

642f0998512a6
ალა ისპირიანი
06.04.23 22:00
885
"საქართველოს შეუძლია, თავად დაიწყოს გამოძიება ნებისმიერ ინფორმაციაზე ან ბრალდებაზე, ჩვენ გავაკეთეთ ის, რასაც გვთხოვს აშშ-ის კანონი", - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ქართველი მოსამართლეების დასანქცირებაზე საუბრისას "იმედის" ეთერში განაცხადა.

კელი დეგნანის განცხადებით, სავიზო სანქციები დაფუძნებულია ინფორმაციაზე, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომია და ეს ინფორმაცია და ბრალდებებიც წლების განმავლობაში იყო ცნობილი.

„სავიზო სანქციები, რაც გუშინ გამოცხადდა სახელმწიფო მდივნის, ბლინკენის მიერ, მოითხოვება ამერიკის კანონმდებლობის მიხედვით, როდესაც გვაქვს საკმარისი მტკიცებულება, რომ ადამიანები ჩარეული არიან კორუფციულ გარიგებაში. ეს არის საგულდაგულო პროცესი და ეს მოთხოვნა და ვალდებულება, რომ განვახორციელოთ ეს ქმედება, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის უფლებას, შეუძლია თუ არა შევიდეს აშშ-ში.

ეს სავიზო სანქციები არ აძლევს ნებას კონკრეტულ ადამიანებს ამერიკაში შესვლის. ეს დაფუძნებულია ინფორმაციაზე, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომია და ეს ინფორმაცია და ბრალდებებიც წლების განმავლობაში ცნობილი იყო და ამერიკის კანონი გვთხოვს, რომ როდესაც გვაქვს საკმარისი ინფორმაცია, ასე მოვიქცეთ. საქართველოს შეუძლია, თავად დაიწყოს გამოძიება ნებისმიერ ინფორმაციაზე ან ბრალდებაზე, ჩვენ გავაკეთეთ ის, რასაც გვთხოვს აშშ-ის კანონი“, - განაცხადა კელი დეგნანმა „იმედის“ ეთერში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები