მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პარტნიორები ასე არ იქცევიან“ - შალვა პაპუაშვილი აშშ-ის ელჩთან შეხვედრის შემდეგ

643008dde643b
ვიქტორია მღებრიშვილი
07.04.23 16:38
724
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ელჩმა განაცხადა, რომ ეს არ იყო სანქცია მოსამართლეებისთვის, არამედ სავიზო შეზღუდვა იყო, პარტნიორები ასე არ იქცევიან. ამის შესახებ მან კელი დეგნანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ელჩს მტკიცებულებების შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ ჰქონდა.

„ელჩმა თქვა, რომ ეს არ არის სანქცია, ეს სავიზო შეზღუდვაა და ეს ენობრივი თარგმანის პრობლემა იყო. შედეგობრივად სავარაუდოდ დიდი განსხვავება არ არის, თუმცა ტერმინი სანქცია ალბათ, აქ არ გამოიყენება.

ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა მტკიცებულებები არსებობს ამის შესახებ და ელჩმა გაიმეორა ის, რასაც ჩვენ საჯაროდ ვისმენდით, რომ გადაწყვეტილება დაფუძნებულია მხოლოდ საჯარო წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციაზე, დამატებითი ინფორმაცია, როგორც ჩანს, არ არსებობს, არის ის, რაც პრესაში თუ სხვადასხვა კვლევაშია, ის რაც ყველამ ვიცით, თუმცა სპეციფიურად რომელი ინფორმაცია იყო ამის განმაპირობებელი, რაიმე დამატებითი ინფორმაცია არ მიმიღია. ჩემი გადმოსახედიდან, ასეთი მძიმე ბრალდების წაყენება, საქართველოს მოქალაქეებს, ქართველი მოსამართლეების პიროვნული შეტევა, კორუმპირებული მოსამართლეების იარლიყების მიწებება, აბსოლუტურად მიუღებელია, პარტნიორები ასე არ იქცევიან.

ან წარმოდგენილი იქნას მტკიცებულებები, ან თუ არ არის მტკიცებულებები, ან არასაკმარისია, მოიხსნას შეზღუდვები. ქართველ მოსამართლეებს მტკიცებულებების გარეშე კორუმპირებულებად ვერ მოვახსენებინებთ", - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, საქართველო აშშ-ის პარტნიორობას 30 წელია პირნათლად ასრულებს.

„საქართველო აშშ-ის ხანგრძლივი სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენი ჯარისკაცები ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად მხარდამხარ სხვადასხვა ცხელ წერტილში იბრძოდნენ, ეს იყო ავღანეთი თუ ერაყი. ჩვენმა ხალხმა გაიღო სისხლი იმისთვის, რომ საერთაშორისო მშვიდობა უზრუნველყოფილი ჩვენ ამერიკელ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ყოფილიყო. ამ პარტნიორობას ჩვენ 30 წელი პატიოსნად ვატარებთ და ყოველთვის სადაც ჩვენი თანადგომა და პარტნიორობაა საჭირო, ჩვენ ამას ვიჩენთ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები