მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეიქმნება თუ არა საგამოძიებო კომისია პარლამენტში მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესებაზე? - პაპუაშვილის პასუხი

64301520bde5c
ვიქტორია მღებრიშვილი
07.04.23 17:12
652
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნას პასუხობს, რომელიც მოსამართლეების სანქცირებასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის ჩამოყალიბების შესახებ მათი განცხადების დაჩქარებული წესით განხილვას შეეხება. ამის შესახებ მან ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

საკანონმდებლო ორგანოს სპიკერი ამბობს, რომ ეს ინიციატივა უმცირესობის დეპუტატებს ჯერ კიდევ გასულ წელს ჰქონდათ და ახლა დაჩქარებული წესით მისი განხილვის აზრს ვერ ხედავს.

„საგამოძიებო კომისიის ჩამოყალიბების განცხადება ოპოზიციას ჯერ კიდევ შარშან დეკემბერში ჰქონდა, იმის შემდეგ პირადად მე ვეხვეწებოდი გამოეტანათ პლენარულ სხდომაზე კენჭის ყრისთვის და აქამდე არ გამოჰქონდათ. ახლა რიგგარეშე სხდომის მოთხოვნა რა საჩქაროა არ ვიცი, მით უმეტეს, რომ დღეს პარასკევი სასესიო დღეა და თუ მაინდამაინც უნდოდათ დღეს უნდა ყოფილიყო. თავად თაროზე აქვთ შემოდებული, მე ვეუბნებოდი გამოიტანეთთქო და ახლა დაჩქარებული წესით უნდათ რიგგარეშე სესიაზე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, მოსამართლეებს აშშ-მ სანქციები ღია წყაროებზე დაყრდნობით დაუწესა, შესაბამისად, ამის მოძიება მარტივად შეიძლება.

„რაც შეეხება შინაარსს, დღეს ელჩმაც დაადასტურა, რომ საუბარია ღია წყაროებზე, რა საგამოძიებო კომისია სჭირდება ღია წყაროებს. დასხდნენ დაგუგლონ, წაიკითხონ ანგარიშები და მოისმინონ მედია რეპორტაჟები. აქ საუბარი რაიმეს გამოძიებაზე, გამოკითხვაზე და დაკითხვებზე კი არ არის, საუბარია იმაზე, რომ გადაწყვეტილება როგორც ჩანს საჯარო მედია ინფორმაციაზე დაყრდნობით იქნა მიღებული“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ცნობისთვის: 6 აპრილს საპარლამენტო ოპოზიციამ აშშ-ის სახელმწიფო სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვა. როგორც “რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კომისიამ კორუფციის ფაქტები უნდა შეისწავლოს, რაზეც აშშ-ის სახ.დეპი საუბრობს. საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა თამარ კორძაიამ კი თქვა, რომ პრეზიდენტმა მომდევნო კვირაში რიგგარეშე სესია უნდა მოიწვიოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები