მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

642e97833bb2a
ინგა მურუსიძე
06.04.23 14:11
679
საპარლამენტო ოპოზიცია აშშ-ის სახელმწიფო სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

როგორც “რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კომისიამ უნდა შეისწავლოს კორუფციის ფაქტები, რაზეც აშშ-ის სახ.დეპი საუბრობს.

თავის მხრივ, საპარლამენტო ოპოზიციის წევრის, თამარ კორძაიას თქმით, პრეზიდენტმა მომდევნო კვირაში რიგგარეშე სესია უნდა მოიწვიოს.

„საპარლამენტო ოპოზიცია სრულად, ვითხოვთ, უახლოეს სხდომაზე კენჭისყრაზე დადგეს ინიცირებული საკითხი, რაც ეხება საგამოძიებო კომისიის შექმნას და შევქმნათ საგამოძიებო კომისია. ამ მიზნით, 10 აპრილს მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით, რადგან მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი დღე, რომელიც რეაგირებას აგვიანებს სანქცირების თემებთან დაკავშირებით, შეიძლება ძალიან დიდი ზიანის მომტანი იყოს საქართველოსთვის. პარლამენტის თითოეული წევრი ინდივიდუალური პასუხისმგებლობის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას და რეაგირების არმოხდენა სწორედ სანქცირების გაგრძელების საფუძველი გახდება“, - განაცხადა კორძაიამ.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა. როგორც გუშინ სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. როგორც განცხადებაში ბლინკენი აღნიშნავს, აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა, როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები