მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

30 დეპუტატმა საკონსტიტუციოში გავგზავნეთ სარჩელი არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით - თამარ კორძაია

ნაცმოძრაობა
19.11.24 18:58
736

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის თამარ კორძაიას განცხადებით, X მოწვევის პარლამენტის 30 წევრმა საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით.

სარჩელის მნიშვნელობასთან დაკავშირებით მან განმარტა: “დღეს საქართველოს პარლამენტის 30 წევრია ხელმოწერით გაიგზავნა საკონსტიტუციო სარჩელი არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სარჩელი წარადგინა გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა, დღეს პარლამენტის 30-მა წევრმა. ეს იმას ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს სარჩელი წარმოებაში და ერთი თვის ვადაში განიხილონ კონსტიტუციურად ცნობის საკითხი. მეორეს მხრივ ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტის სამანდატურო მისიას არ აქვს უფლებამოსილება სიაში შეიყვანოს პოტენციური პარლამენტის წევრები, რადგან სადავო არის გამხდარი 150-ვე პარლამენტის წევრის არჩევის კონსტიტუციურობის საკითხი. აქედან გამომდინარე, ირაკლი კობახიძის მიერ დაანონსებული შეკრება 25-ში ან 26-ში იქნება არაკონსტიტუციური”, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები