მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდა

მთავრობა

საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელი, ეკა ბესელია ავრცელებს.

"პრეზიდენტის საკონსტიტუციო სარჩელი არჩევნებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს ჩავაბარეთ!

ეს პრეზიდენტის მხრიდან კიდევ ერთი მცდელობაა დაიცვას კონსტიტუცია და საქართველოს მოქალაქეები სამართლებრივი გზით, მიუხედავად სასამართლოს მიმართ უნდობლობისა!

რამდენიმე მოსამართლე ხომ მაინც გვყავს, ვინც იცავს მის მანტიას და ღირსებას!",- დაწერა ეკა ბესელიამ.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა 18 ნოემბერს განაცხადა, რომ 19 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს 26 ოქტომბერს არჩევნებზე დარღვეული ფარულობის და საყოველთაობის პრინციპების გამო შეიტანდა და სარჩელის მოტივაციაც განმარტა.

"ხვალ, დილით საკონსტიტუციოში შემაქვს სარჩელი სწორედ იმ, ორი კონსტიტუციური პრინციპის დარღვევის გამო, რომელსაც ჰქვია ფარულობა და საყოველთაობა. ეს არის არა იმიტომ, რომ მე მჯერა საკონსტიტუციოსი. ჩვენ, ყველამ ვიცით, რომ ამ ქვეყანაში არც ერთი ინსტიტუტი არ არის დამოუკიდებელი, ამის მტკიცებულება არაერთხელ მივიღეთ. უბრალოდ, ქვეყანაში არ უნდა დარჩეს არც ერთი სამართლებრივი მექანიზმი, რომელსაც არ ვცდით. ჩემი სარჩელის მიზანია, ბოლომდე გამოვცადოთ იმ მოსამართლეების სინდისი, რომლებიც დადგებიან საკუთარ თავთან იმ არჩევანის წინაშე, როგორი ქვეყანა მინდა, ვისთან ერთად მინდა ეს ქვეყანა და საითკენ უნდა წავიდეს ეს ქვეყანა. ამაზე მათი პასუხი არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება",- თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები