მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრეზიდენტი 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს ხვალ შეიტანს

ზურაბიშვილი

პრეზიდენტი ხვალ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს 26 ოქტომბერს არჩევნებზე დარღვეული ფარულობის და საყოველთააობის პრინციპების გამო შეიტანს.

" ხვალ, დილით საკონსტიტუციოში შემაქვს სარჩელი სწორედ იმ, ორი კონსტიტუციური პრინციპის დარღვევეის გამო, რომელსაც ჰქვია ფარულობა და საყოველთააობა. ეს არის არა იმიტომ, რომ მე მჯერა საკონსტიტუციოსი. ჩვენ, ყველამ ვიცით, რომ ამ ქვეყანაში არც ერთი ინსტიტუტი არ არის დამოუკიდებელი, ამის მტკიცებულება არაერთხელ მივიღეთ. უბრალოდ, ქვეყანაში არ უნდა დარჩეს არც ერთი სამართლებრივი მექანიზმი, რომელსაც არ ვცდით. ჩემი სარჩელის მიზანია, ბოლომდე გამოვცადოთ იმ მოსამართლეების სინდისი, რომლებიც დადგებიან საკუთარ თავთან იმ არჩევანის წინაშე, როგორი ქვეყანა მინდა, ვისთან ერთად მინდა ეს ქვეყანა და საითკენ უნდა წავიდეს ეს ქვეყანა. ამაზე მათი პასუხი არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება" - თქვა ზურაბიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები