მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა

სერგო მეთოფიშვილი

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა.

"საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის და „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „გ” ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად დაინიშნა ბატონი სერგო მეთოფიშვილი", - ნათქვამია უზენაესი სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეთოფიშვილი აქამდე თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლედ მუშაობდა. 2021-2025 წლებში კი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე და თავმჯდომარე. მეთოფიშვილი წლების განმავლობაში ასევე იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.

22 სექტემბერსვე ცნობილი გახდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გოგა კიკილაშვილი დანიშნა. კიკილაშვილი ამავე სასამართლოს ყოფილი მოსამართლის ხვიჩა კიკილაშვილის შვილია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები