მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მურუსიძეს, ჩინჩალაძეს და შენგელიას განსხვავებული არაფერი გაუკეთებია იმისგან, რასაც მე ვაკეთებ“ - გვრიტიშვილი

642ec86c3591a
ვიქტორია მღებრიშვილი
06.04.23 17:27
1379
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე, მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ დასანქცირებულ მოსამართლეებს მურუსიძეს, ჩინჩალაძეს და შენგელიას განსხვავებული არაფერი გაუკეთებიათ, იმისგან რასაც თვითონ აკეთებს, ამის შესახებ მან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ლევან მურუსიძე, მიხეილ ჩინჩალაძეს და ირაკლი შენგელიას ისეთი განსხვავებული არაფერი გაუკეთებია, რასაც მე არ ვაკეთებ. ანუ ჩვენ ვართ მოსამართლეები, კონონის საფუძველზე ვახორციელებთ მართმსაჯულებას, ასევე გარკვეულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს იქნება ეს სასამართლოში თუ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, აქედან გამომდინარე, რაიმე განსხვავებას ჩემსა და ჩინჩალაძე, მურუსიძეს და შენგელიას შორის ვერ ვხედავ. რიტორიკული შეკითხვა დავსვი - რა ნიშნით გამოირჩა ეს ხალხი, რატომ დაასანქცირდნენ ისინი და არა მე-თქო? წუხილი არა, გაკვირვება გამოვხატე“, - განაცხადა გვრიტიშვილმა.

ცნობისთვის: ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა "მნიშვნელოვანი კორუფციული საქმიანობის გამო" თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, უვადო მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ასევე უვადო მოსამართლე ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე ირაკლი შენგელიას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ვალერიან ცერცვაძეს, ასევე მათი ოჯახის წევრებს, სანქციები დაუწესა და შეერთებულ შტატებში შესვლა აუკრძალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები