მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დავების კომისიის გადაწყვეტილი საქმეების 78% მომხმარებლის სასარგებლოდ დასრულდა - ნათია თურნავა

თურნავა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, საგადახდო მომსახურების მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისია, რომელიც მომხმარებლებსა და ბანკებს შორის დავებს უსასყიდლოდ განიხილავს.

ამის შესახებ ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სებ-ის 2025 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

სების პრეზიდენტის ინფორმაციით, 2025 წლის მდგომარეობით კომისიამ 158 საჩივარი მიიღო, საიდანაც წარმოებაში 111 საქმე იქნა მიღებული. მისივე თქმით, აღნიშნული დავების საგნის ჯამურმა ღირებულებამ 1 მილიონ ლარს გადააჭარბა.

"საგადახდო მომსახურების მომხმარებელთა უფლებების დამატებით დაცვის მიმართულებით აღსანიშნავია საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიის მუშაობის შედეგები. კომისია თავის საქმიანობაში დამოუკიდებელი ორგანოა, რომელიც უსასყიდლოდ განიხილავს მომხმარებლების და საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, მათ შორის ბანკების ბანკებთან დაკავშირებულ დავებს, ანუ მომხმარებელი და ბანკი, მომხმარებელი და საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, რომელიც შეიძლება იყოს არა არასაბანკო დაწესებულება. ეს საჩივრები ძალიან სწრაფად და ეფექტურად განიხილება. 2025 წლის მდგომარეობით კომისიამ მიიღო წარმოებაში 158 საჩივარი, მიიღო 158 საჩივარი, აქედან წარმოებაში იქნა მიღებული 111 საჩივარი, რომელთა დავის საგნის ჯამურმა ღირებულებამ გადააჭარბა 1 მილიონ ლარს. გადაწყვეტილი დავების 78% მომხმარებლის სასარგებლოდ სრულდება. კომისიის საქმიანობის ფარგლებში უკვე ფაქტობრივად ანაზღაურებული ჩარიცხული თანხების მოცულობა შეადგენს 412 000 ლარს", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.

თურნავამ ასევე ყურადღება გაამახვილა კანონში განხორციელებულ ცვლილებაზე, რომლის შედეგადაც გაიზარდა დავის საგნის მაქსიმალური მოცულობა.

„მადლობა მინდა მოგახსენოთ კანონში შესული ცვლილების გამო, როდესაც გაიზარდა დავის საგანი ახლა ის 100 000 ლარს აღწევს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

ეროვნული ბანკის დავების განმხილველ კომისიაში განსახილველ საქმეებზე ლიმიტი 100,000 ლარამდე გასული წლის ბოლოს გაიზარდა.

კომისია, რომელიც 2023 წლიდან მოქმედებს 2025 წლის დეკემბრამდე უფლებამოსილი იყო მხოლოდ 50,000 ლარამდე მოცულობის დავები განეხილა.

რა საკითხებს განიხილავს კომისია:

მომხმარებელი უფლებამოსილია საჩივრით მიმართოს საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებულ დავების განმხილველ კომისიას თუ მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა საგადახდო ბარათით, ინტერნეტბანკიდან, მობაილ ბანკიდან და სხვა განხორციელებულ არაავტორიზებულ (მისი თანხმობის გარეშე განხორციელებულ) ოპერაციებს, გადახდის ოპერაციის შესრულების ვადის დარღვევას, არასწორად შესრულებულ ოპერაციას, ოპერაციის საკომისიოს არასწორად ჩამოჭრას და სხვა მსგავს შემთხვევას.

მომხმარებელი უფლებამოსილია საჩივრით მიმართოს კომისიას თუ მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა საგადახდო ბარათით, ინტერნეტბანკიდან, მობაილ ბანკიდან და სხვა განხორციელებულ არაავტორიზებულ (მისი თანხმობის გარეშე განხორციელებულ) ოპერაციებს, არასწორად შესრულებულ გადახდის ოპერაციას, ოპერაციის საკომისიოს არასწორად ჩამოჭრას და სხვა მსგავს შემთხვევას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები