"დარწმუნებული ვარ, ხვალიდან ყველა ერთად, ახალი ენერგიით და ძალით ვიცხოვრებთ შეცვლილ და უკეთეს საქართველოში, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ საარჩევნო უბანზე განაცხადა, სადაც საკუთარი არჩევანი გააკეთა.
მისი თქმით, ოპტიმისტური მოლოდინები აქვს.
„მე პირადად ხმა მივეცი ქვეყანაში ცვლილებებს, რადგან საქართველოს სჭირდება ცვლილებები, წინსვლა და უკეთესობა და დარწმუნებული ვარ, ხვალიდან ყველა ერთად, ახალი ენერგიით და ახალი ძალით ვიცხოვრებთ შეცვლილ და უკეთეს საქართველოში. ძალიან კარგია, რომ მიუხედავად პანდემიისა, ადამიანები აქტიურობენ და მოდიან. ყველას ესმის, რომ დღევანდელი დღე გადამწყვეტია მათი მომავლისთვის. დღეს არის ჩვენი შანსი, რომ შეიცვალოს ცხოვრება უკეთესისკენ და იმედი მაქვს, რომ ამომრჩეველი ამ შესაძლებლობას გამოიყენებს“, - განაცხადა ბაქრაძემ.