მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით გზირიშვილი: სახელმწიფომ ყველას პირბადის ტარება უნდა მოსთხოვოს

5f93083cbae8c
ლიკა გურაბანიძე
23.10.20 22:25
993

“სახელმწიფომ ყველას პირბადის ტარება უნდა მოსთხოვოს და თუ საზოგადოება არ დაემორჩილება, დააჯარიმოს. ამის მაგივრად, ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე და პრემიერი ხვეწნის რეჟიმში არიან გადასულები.” - ამის შესახებ ჯანდაცვის სპეციალისტმა დავით გზირიშვილმა “საქმიან დილაში” საუბრისას განაცხადა.

როგორც გზირიშვილმა აღნიშნა, მთავრობამ სახელმწიფო სამსახურში მყოფ პირებს კომპეტენციები უნდა შეახსენოს.

“ის ვაკუუმი, რაც COVID-19-თან დაკავშირებით სამედიცინო ინფორმირებას ეხებოდა, მეტნაკლებად შეივსო. მაგრამ, ყოველდღე განცხადებით, რომ პანიკაში ნუ ჩავარდებით, პანიკა არ მცირდება. პანიკა რომ შემცირდეს, ნდობა უნდა იყოს, ხოლო ნდობისთვის სახელმწიფომ ადამიანებს უნდა აუხსნას, რას რისთვის აკეთებს. ეს არასამედიცინო ნაწილში ერთ-ერთი ყველაზე მთავარი, რაც ჩვენ გვაკლია.

საინტერესოა ისიც, თუ რამდენად სწორად მოიხსნა ლოქდაუნი? ჩაკეტვა სპონტანური იყო და ზოგიერთი სექტორი ისევ ვერ გაიხსნა. მაგალითად: ტურიზმი და ბიზნესები. ჩვენ ამ ნაწილში სახელმწიფო მართვაში მთავარი ნაკლი კარგად ვაჩვენეთ, ჩვენ დაგეგმვის კულტურა არ გვაქვს.

სახელმწიფოს მხრიდან დღემდე მოსახლეობასთან დიალოგი არ არსებობს. ასევე, მთავრობამ სახელმწიფო სამსახურში მყოფ პირებს კომპეტენციები უნდა შეახსენოს. მაგალითად, ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი ეპიდემიოლოგიაზე არ უნდა საუბრობდეს, კლინიცისტები დაფიქსირებული შემთხვევების რაოდენობაზე არ უნდა საუბრობდნენ.

ის დრო, რაც ჩვენ შეზღუდვების დროს მოვიგეთ სერიოზული მომზადებისთვის არ დაგვიხარჯავს, არამედ ტრაბახისთვის დავხარჯეთ.” - განაცხადა გზირიშვილმა.

მთავრობა: პირბადის ტარება 3 ქალაქში გარე სივრცეებშიც აუცილებელი ხდება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები