მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით იაკობაშვილი საქართველოში მის ბიზნეს საქმიანობაზე საუბრობს

5eb6ee55e3163
თამთა ჯიჯავაძე
10.05.20 16:12
4949
საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მულტიმილიონერი დავით იაკობაშვილი ამბობს, რომ საქართველო ბიზნესის კეთების თვალსაზრისით მისთვის საინტერესოა. როგორც ბიზნესმენმა Forbes Talks-ის ფორმატში გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში აღნიშნა, საქართველოში წელიწადში 3-4-ჯერ ჩამოდის.

„პირველად რიყის ამბავზე ჩამოვედი, რაღაცის გაკეთება მინდოდა თავის დროზე, მერე კრიზისი იყო და სამწუხაროდ ვერ გამოვიდა. ახლა ნავთობის ბიზნესში ვმუშაობთ. მის ქსელსა და ნავთობის მომარაგებაში და საკმაოდ ბევრი ადამიანი მუშაობს ჩვენთან. 

ვცდილობთ ისეთი რამის კეთებას, რაც დაეხმარება საქართველოს. გეტყვით, რომ ახლა ჩემი კომპანიის ინოვაცია, რაც გავაკეთეთ, ეს საწვავის ეკოლოგიური დანამატია. ჩვენ გამოცდილება გვაქვს საქართველოსა და აფრიკაში ამ კუთხით. საწვავის მომხმარებლებისთვის ეს ძალიან საინტერესოა, ვინაიდან ეკონომიას აკეთებს 10–15%-მდე. თავად ეკოლოგიის მხრივ ეს საქართველოსთვის ძალიან საინტერსოა“ , – განაცხადა დავით იაკობაშვილმა „გალფის“ ქსელის მიერ შეთავაზებულ საწვავის ტექნოლოგიაზე, დანამატ Green Booster –ზე რაც საწვავის ეკონომიას უზრუნველყოფს. 

აღსანიშნავია, რომ „გალფის“ ერთ-ერთი მეწილე სწორედ დავით იაკობაშვილია.

დავით იაკობაშვილი - Forbes Talks



აღსანიშნავია, რომ დავით იაკობაშვილის ქონება Forbes-ის მიხედვით, 2020 წლის მდგომარეობით, 750 მილიონ დოლარს შეადგენს. ის რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენებს შორის ქონების სიდიდის მიხედვით 136-ე ადგილზეა. თუმცა, როგორც თავად ამბობს, მას რუსეთში ძირითადად სოციალური პროექტები აქვს, მათ შორის მუზეუმი Собрание, სადაც წარმოდგენილია ანტიკვარული საათები, მუსიკალური ინსტრუმენტები და ა.შ. ასევე ინვესტიციები აქვს ჩადებული სხვადასხვა რუსულ კომპანიაში. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ იაკობაშვილის ქონება 2014 წელს 1,2 მლრდ დოლარი იყო, რა დროსაც ის ქართული Forbes-ის ყდაზეც მოხვდა როგორც ქართველი მილიარდერი. 

 



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები