მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დავით სონღულაშვილს ახალი მოადგილე ეყოლება

სოფლის მეურნეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილს ახალი მოადგილე ეყოლება. როგორც „ოცნების“ პრემიერის 22 აგვისტოს ბრძანებაშია აღნიშნული, ამ თანამდებობას ლაშა ავალიანი დაიკავებს.

„დაინიშნოს ლაშა ავალიანი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ 2025 წლის 22 სექტემბრიდან“, - წერია ბრძანებაში, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.

ცნობისთვის, სონღულაშვილს ამჟამად ოთხი მოადგილე ჰყავს: ნინო თანდილაშვილი (პირველი მოადგილე), სოლომონ პავლიაშვილი, აპოლონ კაკაბაძე, ლაშა დოლიძე. ლაშა ავალიანი კი მეხუთე მოადგილე იქნება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს კიდევ ერთი მოადგილე ჰყავდა - იური ნოზაძე, რომელმაც თანამდებობა რამდენიმე თვის წინ - მაისში დატოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები