დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილის პირველ მოადგილედ ეკატერინე სეფაშვილი აირჩიეს.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
შეგახსენებთ: ეკატერინე სეფაშვილის გარდა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები გოჩა ენუქიძე და გელა მიქაძე არიან.