მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავითაშვილი განმარტავს, რატომ თავისუფლდებიან ენერგოპროექტების ინვესტორები გარანტიის წარდგენის ვალდებულებისგან

ელექტროსადგურები

BMG-ის კითხვის საპასუხოდ, ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი განმარტავს, რატომ მიიღო მთავრობამ გადაწყვეტილება, გარანტიების წარდგენის ვალდებულებისგან გაეთავისუფლებინათ ენერგოპროექტების ინვესტორები.

"აქ არის ძალიან ლოგიკური ახსნა: საუბარია ძალიან მსხვილმასშტაბიან პროექტებზე, 100 მეგავატი და ზემოთ, რაც ჯამში საკმაოდ დიდ გენერაციას ნიშნავს და ითვალისწინებდა დიდ გარანტიებსაც. ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ კვლევის ეტაპზე. კვლევის ეტაპზე კომპანიებს ექნებათ საშუალება, უფრო მეტად წაახალისონ კვლევები და შეისწავლონ პროექტები.

ამ შემთხვევაში სახელმწიფოს, რა თქმა უნდა, არ აქვს დიდი მოტივაცია, რომ კონკრეტულად შევზღუდოთ მნიშვნელოვანი, მაღალი გარანტიებით, თუმცა შემდეგ ეტაპებზე ეს გარანტიები მოთხოვნილია, მათ შორის უფრო მაღალი გარანტიებიც, რათა დაზღვეული ვიყოთ, რომ პროექტი განხორციელდება ხარისხიანად", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

განახლებადი ენერგიის ელექტროსადგურების ინვესტორებისთვის ახალი შეღავათების შესახებ მთავრობის დადგენილება 22 ოქტომბერს გამოქვეყნდა. მშენებლები, რომლებსაც ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის ხელშეკრულება ფორმდება, გარანტიის წარდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან. ცვლილება ეხება ქარის და მზის სადგურებს და ასევე იმ ჰიდროელექტროსადგურებს, რომელთა დადგმული სიმძლავრე 100 მეგავატს აღემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები