გასული კვირის უმნიშვნელოვანესი მოვლენა საქართველოსთვის და მთელი მსოფლიოსთვის Davos - ის ტრადიციული ეკონომიკური ფორუმი გახლდათ. საქართველოს სახელმწიფო დელეგაცია მუდმივად ესწრება ამ თავყრილობას, სადაც პლანეტის ყველაზე გავლენიანი ბიზნეს და პოლიტიკური ლიდერები იყრიან თავს. დატვირთული იყო ჩვენი დელეგაციის 48-საათიანი დღის წესრიგი პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით, რომელმაც შვეიცარიის ალპების ერთ - ერთ გამორჩეულ კურორტზე გამართა შეხვედრები Mærsk-ის ხელმძღვანელ რობერტ მაერსკ უგლასთან, EBRD-ის პრეზიდენტ, ოდილ რენო-ბასოსთან. დავოსის ფორუმზე უმნიშვნელოვანესი აქცენტები გაკეთდა, იმ ურთულესი წლის დასაწყისში, რომელიც 2024ში გვიქადის.