შვეიცარიის ქალაქ დავოსში “მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი” იმართება, რომელსაც ქვეყნების ლიდერები, საერთაშორისო კორპორაციების დამფუძნებლები, ბიზნესლიდერები, აკადემიური წრეებისა და პოპულარული კულტურის წარმომადგენლები ესწრებიან. თუმცა უკვე რამდენიმე წელია, რაც დავოსში არ ჩადის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, რაც, როგორც დღეს გაირკვა, რუსეთის მხრიდან დავოსის მიმართ ინტერესის გაცივებით აიხსნება.
“რამდენიმე წელია, რაც ჩვენს დელეგაციას დავოსის “მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში” მონაწილეობა არ მიუღია და შესაბამისად, ფორუმის მიმართ ჩვენი ინტერესი შემცირებულია”, - ვკითხულობთ დმიტრი პესკოვის მიერ CNBC-სთვის გაგზავნილ წერილში ვკითხულობთ.
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე, რუსეთის ხელისუფლებისა და ბიზნესის წარმომადგენლები დავოსის “მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს” ხშირად სტუმრობდნენ, ძირითადად ქვეყანაში ახალი ინვესტიციების მოსაზიდად, მაგრამ 2022 წლის შემდეგ, ოფიციალურ მოსკოვს ამ ფორუმთან კავშირი აღარ აქვს. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის უკანასკნელი მიმართა ფორუმის ფარგლებში 2021 წელს შედგა, როცა პანდემიის გამო ის დისტანციურად ჩატარდა.