კანონპროექტით, უქმეებზე მუშაობა და ზეგანაკვეთი საათობრივი 50%-იანი დანამატით უნდა ანაზღაურდეს. ცვლილებები შრომის კოდექსში პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა მოამზადა. კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ დღეს საქართველოში დასაქმებულთა უმეტესობა მუშაობს არანორმირებული სამუშაო გრაფიკით და კანონპროექტის ავტორის მტკიცებით, უამრავმა კვლევამ დაადასტურა, რომ კვირაში 40 საათს ძალიან ცოტა თუ მუშაობს. კიდევ რას ითვალისწინებს კანონპროექტი და რატომ არ გაიარა კონსულტაციები კანონპროექტის ავტორმა ბიზნესთან?


































