მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დახმარების გარეშე უბრალოდ გავქრებით“ - კლუბის „მტკვარზე“ დამფუძნებელი

5ed52e188d722
ნუცა ბაზლიძე
01.06.20 21:50
2243
„თუკი რამდენიმე თვე ისევ გაგრძელდება ეს სიტუაცია, დახმარების გარეშე უბრალოდ გავქრებით. ჩვენთვის ალბათ, სიტუაცია განსაკუთრებულად რთული გამოდგა, რადგან ახლაც კი არანაირი პროგნოზის გაკეთება არ შეგვიძლია, თუ რა ეტაპზე შეიძლება გავიხსნათ“ - ამის შესახებ კლუბის „მტკვარზე“ დამფუძნებელმა ქეთა გაბუნიამ გადაცემა #ქალებისნარატივში პანდემიის ფონზე სფეროს მდგომარეობის შეფასებისას აღნიშნა.

მისივე განმარტებით, მათ დაახლოებით 2 კვირის წინ მიმართეს ეკონომიკის სამინისტროს პეტიციის საშუალებით. პეტიცია წარადგინეს სამინისტროში და ასევე, განათავსეს ონლაინ, თუმცა ამას რეაგირება არ მოჰყოლია.

„ეს არის შემოქმედებითი ინდუსტრიების გაერთიანების პეტიცია, რომელსაც ამ მონაცემებით, 1500-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. ისიც კი არ ვიცით, ჩაიბარეს თუ არა. მოგეხსენებათ, საჯარო უწყებებში რეგისტრაციის წესები და მათი კანცელარიის მუშაობის პრინციპი შეცვლილია. არც რიგის, არც განცხადების ნომერი ჩვენთვის არ მოუციათ. ეს გვაფიქრებს იმაზე, რომ არ განუხილავთ და არც კი მოსულა ადრესატამდე პეტიცია“ - განმარტავს ქეთა გაბუნია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები