მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დახურული სივრცე, სადაც ტრამპმა საარჩევნო კამპანია გამართა, 3,000 დოლარით დაჯარიმდა

5f607d350f455
ნათია თაქთაქიშვილი
15.09.20 13:38
988
კომპანია Nevada, სადაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საარჩევნო კამპანია გამართა, 3,000 დოლარით დაჯარიმდა. მიზეზი კორონავირუსის გამო დაწესებული გაიდლაინების დარღვევაა. საარჩევნო კამპანიას ათასობით ადამიანი ესწრებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

რეგულაციების მიხედვით, დახურულ ადგილებში 50-მდე ადამიანის თავშეყრაა ნებადართული.

როგორც გამოცემა წერს, კომპანია Nevada-ში გამართული საარჩევნო კამპანიის დროს, დარღვეული იყო რეგულაციის ყველა ნორმა, რადგან დამსწრე საზოგადოება არ იყენებდა ნიღაბს და ვერ იცავდა სოციალური დისტანცირების ნორმებს.

„შესაბამისი სამსახურის ოფიცერმა ადგილზე წესების დარღვევის ექვსამდე ფაქტი აღმოაჩინა და კომპანია Nevada-ს 3,000 დოლარის ჯარიმა შეეფარდა“, - აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში.

გამოცემის მიხედვით, კომპანიამ ჯარიმა 30 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები