2023 წლის 6 თვის განმავლობაში პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდული პრემია 505 მლნ-დან 591 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
რაც შეეხება მოგებას, წლის პირველ ორ კვარტალში, მოგებამ 121,5 მილიონ ლარს, წმინდა მოგებამ კი 34,3 მილიონი ლარს მიაღწია. შედარებისთვის 2022 წლის იგივე პერიოდში მოგება 92 მლნ, წმინდა მოგება კი - 10 მლნ ლარი.
მოზიდული სადაზღვევო პრემიის რაოდენობით, პირველ ადგილზე კვლავ „ჯიპიაია“ (110 მლნ ლარი), მეორე ადგილზე - „თიბისი“ (90 მლნ ლარი), მესამეზე კი - „ალდაგია“ (84 მლნ ლარი). ხუთეულშია 62 მლნით „იმედი ელი“ და 54 მლნ-იანი მაჩვენებლით არდი. სრულ რეიტინგს მაყურებელი გრაფიკაზე ხედავს.
რას ვაზღვევთ და რის ხარჯზე გაიზარდა მოგება?
სტუმარი: დევი ხეჩინაშვილი - "სადაზღვევო ასოციაციის" ხელმძღვანელი.