დაზღვევის კავშირი - ორგანიზაცია მოითხოვს,კონკურენციის სააგენტოს უფლებამოსილება ბანკებზეც გავრცელდეს
BM.GE
02.10.18 23:12
• 1067
სადაზღვევო კომპანიებმა და დაზღვევის ბროკერებმა „დაზღვევის კავშირი“ შექმნეს. „დაზღვევის კავშირი“ სადაზღვევო სექტორის განვითარების ხელშეწყობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით შეიქმნა და მისი მთავარი ამოცანა ჯანსაღი კონკურენციის პრინციპებზე დაყრდნობით სადაზღვევო სექტორის ზრდის და განვითარების ხელშეწყობაა. ახალ ორგანიზაციას საკუთარი ინიციატივები უკვე აქვს, რომელთა წარდგენასაც შესაბამისი უწყებებისთვის აპირებს.