მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაზიანებულია ვენახები, დატბორილია ეზოები და სარდაფები - ძლიერმა სეტყვამ, ნალექმა და ქარმა კახეთი დააზარალა

სიღნაღი სტიქია

ძლიერმა სეტყვამ და ქარმა კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტი დააზარალა. მოსახლეობის ნაწილს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.

როგორც სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია იტყობინება, პირველადი ინფორმაციით, დაზიანდა საცხოვრებელი სახლის ღობეები, დაიტბორა სარდაფები და ეზოები, დაზიანდა სასოფლო-სამეურნეო ნარგავები, ვენახები, გზებზე წაქცეულია ხეები.

„ამ დროისთვის, უკვე მობილიზებულია სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები, რათა უმოკლეს დროში აღმოიფხვრას სტიქიის შედეგად გამოწვეული პრობლემები“, - იტყობინება სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია.

უხვმა ნალექმა და ქარმა კახეთის სხვა რაიონები, მათ შორის გურჯაანი, თელავი და ყვარელიც დააზარალა. სტიქიის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებში ვრცელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები