მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დე ფაქტო პრემიერმა ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ქართულ ისტორიაში მგონი, არავის მიუღია“ - პრეზიდენტი

ზურაბიშვილი

„ქვეყანა შეიყვანეს ტოტალურ კრიზისში... დე ფაქტო პრემიერმა მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ქართულ ისტორიაში მე მგონი, არავის მიუღია“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანის სასახლესთან განაცხადა.

მისი თქმით, არალეგიტიმურმა მთავრობამ მიიღო ქართველი ხალხის ნებისა და ინტერესის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება, რათა ქვეყანა იმ ორბიტაზე დაებრუნებინა, რომელსაც ქართველი ხალხი გაექცა.

„ქვეყანა შეიყვანეს ტოტალურ კრიზისში. დაიწყო ეს არჩევნების ტოტალური გაყალბებით, რამაც გამოიწვია ის შედეგები, რაც დღეს გვაქვს სახეზე. ის, რომ არალეგიტიმურმა პრემიერმა, არალეგიტიმურმა პარლამენტმა, კონსტიტუციის დარღვევით შექმნილმა პარლამენტმა და მის მიერ არჩეულმა დე ფაქტო პრემიერმა მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ქართულ ისტორიაში მე მგონი არავის მიუღია.

მანდატის გარეშე, ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ გადაწყვიტა, რომ ეს ქვეყანა დაებრუნებინა იმ ქვეყნის ორბიტაში, რომელსაც გავექეცით, რომლისგანაც გავთავისუფლდით და რომლის მიმართაც ბრძოლა იყო ქართული, ისტორიული ბრძოლა. ამისი უფლება არავის არ აქვს, არ ჰქონდა არასოდეს. მით უმეტეს, არალეგიტიმურ მთავრობას, პრემიერს და მმართველ პარტიას“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები