პრეზიდენტი მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს დებატებში იწვევს. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, აქვს კონკრეტული კითხვები, რატომ გაუშვა და დააბრუნა ღარიბაშვილი თანამდებობიდან, რატომ დანიშნა პრემიერად ირაკლი კობახიძე და საერთოდ, რას ერჩის ივანიშვილი საქართველოს.
პრეზიდენტმა თქვა ისიც, რომ - ერთი კარგი დებატი გველოდება".
"თუ მე პირადად არ შემხვდება, დებატებში მოვიდეს. მე მზად ვარ და ვიწვევ დებატში. დებატში მოვიდეს, რადგან თვლის თავის თავს და ითვლება, რომ ის არის მთავარი მმართველი, სახელმწიფოს პირველი პირი მე ვარ და მაშინ დებატში გავარჩიოთ რაღაცები და ვკითხავ, არა ჩემი მხრიდან, არამედ ფაქტებიდან. საზოგადოებისთვის ვალდებულია, რომ ახსნას პოზიცია. რატომ გაუშვა ორჯერ პრემიერი, რომელიც კორუმპირებული იყო და მერე დააბრუნა, შემდეგ ახალ თანამდებობაზე სვამს. მერე იბარებს და ნიშნავს ყველაზე არაპოპულარულ ადამიანს, როგორც პრემიერს. რას ერჩის ამ ქვეყანას, ხომ უნდა გვითხრას მაინც. ამიტომ მე მგონი, ერთი კარგი დებატი გველოდება", - ამბობს პრეზიდენტი.